“ამას ექიმი მომაკვდავ კაცს ეუბნება” – სალომე სიმონია

თვალცრემლიანი მეუღლე გვერდზე დგას და უყურებს როგორ ილევა მისი ახალგაზრდა, პატიოსანი და მშრომელი ქმარი. გუშინ ეს გოგო წერდა- შველა გვჭირდება, დავწყდით ოჯახის წევრები. 4 თვეა ჩვენც გარეთ ვართ. აღარ ვიცით რა ვქნათ, შვილებს აქციებზე ვზრდითო.
მირზა დღეს ისე დამძიმდა, მეორედ გამოუძახეს სასწრაფოს და უკვე საკაცით გადაიყვანეს კლინიკაში. მანამდე სასწრაფო დახმარების ექიმი უხეშად უებნებოდა – არ გადამიღოთ ვიდეო, თორემ მერე პასუხს გაგებინებთ მაგაზეო. ამას ექიმი 16 დღის ნაშიმშილარ, მომაკვდავ კაცს ეუბნება, ვინც ისეთ უმწეო მდგომარეობაში ჩააგდეს, რომ პირი ამოიკერა. კაცს, რომელმაც სამართალი ვერსად იპოვა და ახლა სიცოცხლეს სწირავს იმ იმედით, რომ იქნებ ვინმეს გულამდე მიიტანოს მისი გასაჭირი.
ამ ქვეყნის დოვლათს ვინც ქმნის, მათი შვილები გაწამებულ და უმწეო მამას უყურებენ, აქციებზე იზრდებიან, ან უსამართლოდ დაპატიმრებული მამა ენატრებათ. სამაგიეროდ, გულქვა ჩინოვნიკების შვილები – ევროპის და ამერიკის უძვირეს სასწავლებლებში სწავლობენ და უძვირესი ბრენდებით იმოსებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

თამარ ბუჩუკური: შეგახსენებთ ქოცებო, ტროლებო და ყოვლად უგვანოებო – ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატის შვილი ადანაშაულებს რეჟიმს გაუპატიურებაში და ხაზგასმით – არაა ეს პატიმარი პოლიტიკური ნიშნით დაკავებული

ქეთი ქურდოვანიძე: ცოცხების კადრებს ვინც უყურეთ და მას მერე ტელევიზორს აღარ უყურებთ და პოლიტიკაში არ ერევით, იმათ მივმართავ. ჰო კიდევ იმათ, კასრიდან ამოღებულ კადრებს ლამის საბავშვო ბაღებში რომ აჩვენებდით და ვიშვიშებდით