“ამას გადაჭრით ვაცხადებ” – დე ლაურენტისმა “ნაპოლის” სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა

“ნაპოლის” პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Corriere dello Sport-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა. კინოპროდიუსერის თქმით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “ნაპოლი” მინიმუმ 2 ფეხბურთელს დაიმატებს.
“ნაპოლი” გამარჯვების გზას უნდა დაუბრუნდეს, გვსურს, რომ ჩემპიონები კიდევ გავხდეთ. გასაგებია, რომ სკუდეტოს მოგების შემდეგ მცირე გადატვირთვა გვჭირდებოდა. 2004 წლიდან დღემდე ვაჩვენებთ, რომ ნეაპოლს შეუძლია უდიდეს წარმატებებს მიაღწიოს. სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე ორ ან სამ ფეხბურთელს დავიმატებთ, ამაში დარწმუნებული ვარ”, – განაცხადა დე ლაურენტისმა.
შეგახსენებთ, “ნაპოლიმ” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე “სალერნიტანადან” პასკუალე მაძოკი შეიძინა. იტალიური გამოცემების ცნობით კი “პარტენოპეი” სულ
მალე ჰამედ ტრაორესაც დაიმატებს, კოტ დ’ივუარელი შემტევი ამჟამად “ბორნმუთის” რიგებში ირიცხება.