ამას არავინ ელოდა – მამარდაშვილის “ვალენსიამ” ისევ გაიმარჯვა და ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას მიუახლოვდა

ლა ლიგის მე-20 ტურში „ვალენსიამ“ გასვლაზე „კადისს“ 4:1 სძლია.
„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, რამდენიმეჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი, გამოსვლებზეც დამაჯერებელი იყო, დროის გაყვანისთვის ყვითელი ბარათი მიიღო და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასება დაიმსახურა:
Sofascore 7.4, flashscore 6.9, Whoscored 6.8.
დებიუტში „ღამურები“ დურომ დააწინაურა, ანგარიში პენალტით ალკარასმა გაათანაბრა. მეორე ტაიმი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს, გოლი კი მათ დიეგო ლოპესმა გაუტანა. „კადისის“ კარის დალაშქვრა შეცვლაზე შესულ მარისაც შეეძლო, მაგრამ რეალური მომენტი ვერ გამოიყენა. სამაგიეროდ ბოლოს გერამ და ვასკესმაც გაიტანეს და „ვალენსიამ“
მოიგო.
„ვალენსიამ“ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა, ყველა ტურნირზე ბოლო 5 მატჩში დაუმარცხებელია, 29 ქულით მერვე ადგილზეა, ევროტურნირებზე გასასვლელ ზონას 3 ქულა აშორებს და 17 იანვარს თასზე „სელტას“ უმასპინძლებს.
კადისი – ვალენსია 1:4
გოლები: 0:1 დურო (8), 1:1 ალკარასი (21, პენ), 1:2 დიეგო ლოპესი (52), 1:3 გერა (90+4), 1:4 ვასკესი (90+8)