“ამასობაში რუმინეთში ღიად პრო-რუსული პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ გეორგესკუ დააკავეს” – გიორგი კობერიძე

ამასობაში რუმინეთში ღიად პრო-რუსული პრეზიდენტობის კანდიდატი კალინ გეორგესკუ დააკავეს. ჩხრეკისას მისი დაცვის სახლის იატაკის ქვეშ იპოვეს 10 მილიონი დოლარი ნაღდი ფული და მოსკოვში გასამგზავრებელი ბილეთები.
გეორგესკუ არამხოლოდ დან დაფინანსებასა და კრემლის ინტერესების გატარებაშია ეჭვმიტანილი, არამედ პოლიტიკური ფინანსების ფალსიფიკაციაში, ორგანიზებულ დანაშაულსა და ფაშისტური ორგანიზაციის შექმნაში. რუმინეთში მაისშია. ნოემბერში ჩატარებული არჩევნების პირველი ტური მას შემდეგ გაუქმდა, რაც აღმოჩნდა, რომ საარჩევნო კამპანიაში, გეოგრესკუს მხარდასაჭერად და პოპულარიზაციისათვის ღიად მონაწილეობდა რუსეთიდან ორგანიზებული ონლაინ ქსელი და დიდი რაოდენობით რუსული ფული. ეს იყო ღია ჩარევის, საინფორმაციო დღის წესრიგის ხელოვნურად ფორმირებისა და არჩევნების ყიდვის მცდელობა მოსკოვის მიერ. მანამდე, კრემლმა ეს მოლდოვაში ოქტომბერშიც განახორციელა, თუმცა წარუმატებლად.
რამდენიმე კვირის წინ რუმინეთის არჩევნების გაუქმებაზე გულისწყრომა გამოთქვა -ს ვიცე პრეზიდენტმა ჯდ ვენსმა, მაგრამ რუმინეთისათვის რუსული საფრთხე ბევრად რეალურია და მხოლოდ აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის ევროპული პოლიტიკის თავისებურ ხედვებზე ვერ იქნება დამოკიდებული. კარგად ჩანს, რომ მოლდოვასა და უკრაინის შემდეგ რუსეთს ბალკანეთისა და რუმინეთ-ბულგარეთის დესტაბილიზაციაც უნდა, მით უფრო რომ ამისათვის ის დიდი ხანია ემზადებოდა. ამ ყველაფრის ფონზე რთული სათქმელია და საეჭვოა გეორგესკუს მიეცემა თუ არა არჩევნებში რეგისტრაციის უფლება.