“ამასობაში, პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შემოიტანეს” – თორნიკე ართქმელაძე

ძლიერი საქართველოს წევრი, თორნიკე ართქმელაძე:
ამასობაში, პარტიების აკრძალვის კანონპროექტი შემოიტანეს. სამართლებრივად ამაზე ვერაფერს ვიტყვი, სრული სიგიჟე. ფორმულირება იმდენად ბუნდოვანია, ნებისმიერ ოპოზიციურ პარტიას აკრძალავენ. რა თქმა უნდა, არც საკონსტიტუციო სასამართლოს უმრავლესობა გაუწევს წინააღმდეგობას. კომპლექტში მოჰყვება საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში ცვლილებები, რომლითაც საარჩევნო პერიოდში პარტიებს 14 დღეში აკრძალავენ. მაშ ასე, დამოუკიდებლობის რეფერენდუმიდან 34-ე წლის თავზე ვუბრუნდებით ერთპარტიულ მმართველობას, სადაც განსხვავებულად ფიქრიც კი დაუშვებელი ხდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე ვახო სანაიაზე – ეს ადამიანი ფორმალურადაც კი არ მოქმედებდა როგორც ჟურნალისტი, მოქმედებდა როგორც პოლიტიკური აქტივისტი, რასა იუკნევიჩიენესა და სხვა ევროპელი დეპუტატების განცხადებები კი საერთოდ არ არის საინტერესო