ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან

კომპანია Silk Post, რომელიც 2020 წელს დაარსდა, წარმატებულად აწარმოებს სატრანსპორტო და საფოსტო მომსახურეობას ჩინეთიდან. კომპანიის მიზანია უზრუნველყოს ნებისმიერი სირთულის ამანათისა და ტვირთის ტრანსპორტირება მომხმარებლის საფოსტო მისამართიდან, სასურველ ლოკაციამდე.

კომპანია Silk Post -ი დაარსების დღიდან მომხმარებლების ინტერსებზეა მორგებული. შეგახსენებთ, რომ პანდემიის დროს საჰერო გადაზიდვების ფასი გაძვირდა, შესაბამისად გაჩნდა მოთხოვნა – მომხმარებლებს ოპტიმალური ფასით მიეღოთ ტვირთები.

2021 წელს კომპანია კომპანია Silk Post -მა მომხმარებელს ჩინეთიდან სახმელეთო ამანათების სერვისი 3 ჯერ უფრო ნაკლებ ფასად შესთავაზა.

ჩინეთის ორ ქალაქში – გუანჯოუსა და იუში კომპანიის განკარგულებაშია საწყობები, რაც ხელს უწყობს და ამარტივებს ნებისმიერი სირთულის ამანათისა და ტვირთის შენახვასა და ტრანსპორტირებას. აღსანიშნავია, რომ ცენტრალურ ლოკაციად, ლოგისტიკური ცენტრად შეირჩა ჩინეთის ქალაქი გუანჯოუ, სადაც ხორციელდება სახმელეთო და საზღვაო ტვრითების  ამანათების მიღება, დასაწყობება, დამუშავება.

კომპანია Silk Post, დღეს, წარმოდგენილია თბილისში 3 ფილიალით, ასევე ბათუმში, ქუთაისსა  და გორში.

კომპანია Silk Post გარანტირებულად უზრუნველლყოფს თვეში, მინიმალურ, 9 რეისითა და 20-25 დღიანი სატრანზიტო ვადით ამანათის ჩამოტანასა და  შემკვეთთან მიწოდებას!

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს შეიქმნა კომპანია Silk Post-ის პარტნიორი კომპანია World Logistics.

რამ განაპირობა პარტნიორი კომპანიის შექმნა?

საკმაოდ გაიზარდა მოთხოვნა ჩინეთის სახმელეთო მიმართულებაზე, გაიზარდა მომხმარებლის მოთხოვნაც, ეწარმოებია პირდაპირი კომუნიკაცია გაყიდვების მენეჯერებთან მოცულობით ტვირთებზე. ერთი სიტყვით, მომხმარებლის სურვილი იყო გამარტივებული კომუნიკაცია.

კომპანია World Logistics -ის გუნდი დაკომპლექტა პროფესიონალური კადრებით, რომელთაც გააჩნდა 5 / 7 წლიანი გამოცდილება სერვისის სფეროში.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს, World Logistics-ი,  ჩინეთიდან სახმელეთო გადაზიდვების სფეროში, ლიდერი კომპანიაა.

კომპანია World Logistics-ი, დაინტერესებულ პირებს  სთავაზობს გადაზიდვების გამჭვირვალე პროცედურასა და სატრანზიტო ვადის სიზუსტეს! აღნიშნული პირობების შესრულებას უზრუნველყოფს კომპანიის საკუთრებაში არსებული, ჩინეთში მოქმედი ორი  საწყობი და ასევე, კერძო სატრანსპორტო საშუალებები.

ცნობისათვის, მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე კომპანიამ გაზარდა არეალი და მიმართულებები,  დაამატა საწყობები თურქეთში, იტალიაში, გერმანიასა და ბულგარეთში.

კომპანიები Silk Post-ი და  World Logistics -ი მომავალში სამოქმედო არეალისა და მიმართულებების გაფართოებას კვლავაც გეგმავენ !