„ამათი უტიფრობა მომცა!“ – მერაბ მეტრეველი

„ამათი უტიფრობა მომცა!“ – მერაბ მეტრეველი
ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი:
„ხელისუფლება „იგლ ჰილსის“ პროექტს ნამახვანჰესის მშენებლობას ადარებს. აი, როგორც ნამახვანჰესს ებრძოდნენ არაკეთილმოსურნეები და ჩაშალეს, ისე შლიან ამ პროექტსაცო.
ჯერ ერთი, ის პროექტი თქვენი პრემიერის პოპულისტური გადაწყვეტილებით ჩაიშალა და ახლა უზარმაზარი ჯარიმა გვაქვს გადასახდელი თურქებისთვის ბიუჯეტიდან,
და მეორეც: ხელისუფლების მტკიცებით, თურმე ქვეყნისთვის ერთანირად მნიშვნელოვანი ყოფილა ენერგოობიექტების (ჰესების და სხვა ტიპის ელექტროსადგურების მშნებლობა), რომლებმაც ქვეყნის ენროგოდამოუკიდბელობა და ენრგომდგრადობა უნდა უზრუნველყოს და კორპსების მშენებლობა.
წარმოიდგინეთ, კორპუსები და ელექტროსადგურები, თურმე ერთნაირად სტრატეგიული მნიშვნელობისაა.
ამათი უტიფრობა მომცა!
თან ამ შეთხვევაში პროექტს არავინ ებრძვის ,გაუმჭვირვალობას ებრძვიან მხოლოდ.“

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – მინდა, ევროპულ დედაქალაქებს, „მივულოცო“, რომ ისინი საქართველოში ქსენოფობიას აფინანსებენ – ეს თუ არ არის სირცხვილი ევროპის, მაშინ, ან არ იციან რა არის სირცხვილი, ან არ იციან, რა არის ქსენოფობია, ან არ იციან, რა არის ევროპა