“ამათი აღიარება ოპოზიციის ხელშია და სწორედ არაღიარების გამო სხედან ციხეში” – ბექა კობახიძე

ყაველაშვილის სახელით გაკეთებული განცხადების გამარტივებული თარგმანი: მძევლები ავიყვანეთ და გავათავისუფლებთ თუ ჩვენს პირობებს შეასრულებთო.
დაუწერელი წესია, რომ ტერორისტების მოთხოვნა არასდროს არ უნდა შეასრულო, რადგან ამას მოყვება კიდევ უფრო ხშირად კიდევ უფრო მეტი მძევლის აყვანა. მისი მოთხოვნის შესრულება ახალისებს ტერორიზმს. რა არის მოთხოვნა: საერთაშორისო არაღიარება სტკივათ და ეს არაღიარება გაგრძელდება მანამ, სანამ ოპოზიციური სპექტრი ერთხმად დგას არაღიარების რეჟიმში. ოპოზიცია რომ ადგეს და აღიაროს, ვინღაა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რომ არ აღიაროს?
ბევრს საუბრობენ ოპოზიციის უმწეობაზე, მაგრამ კარგად დააკვირდით და დაინახავთ, რომ ამათი აღიარების საკითხი ოპოზიციის ხელშია და სწორედ არაღიარების გამო სხედან ციხეში. ამას მე არ ვამბობ, დღეს ყაველაშვილის სახელით ქოცებმა თქვეს. ასე რომ, არაღიარების გაგრძელება არის ერთადერთი სწორი გზა.
ქოცებს თუ აღიარება უნდათ, ეს უნდა მოხდეს არა მძევლების დატყვევების, არამედ არსებითი და ხელშესახები დემოკრატიული დათმობების ხარჯზე.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ