,, ამაზე რას იტყვის კობახიძე-კალაძის დაჯგუფება?” – ნათია მეზვრიშვილი

პარტია ,,საქართველოსთვის” წევრი, ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში წერს:
,,კობახიძის გაპრემიერებიდან მეორე დღეს კალაძის კაცი – ვაკის პარკის ტრაგედიის ერთ-ერთი ფიგურანტი, მერიის მაღალჩინოსანი ციხიდან შინაპატიმრობაში სამაჯურით რომ გადადის (ისე, რომ სასჯელის ნახევარიც არ მოუხდია) ამაზე რას იტყვის -კალაძის დაჯგუფება?
ყველაფერი იცით როგორ დაიწყო? ვაკის პარკის ტრაგედია კალაძის ელიტური კორუფციის გამო დატრიალდა. ტრაგედიიდან მალევე კობახიძე გამოვარდა და მათი დაჯგუფების ლიდერის – კალაძის დასაცავი სპეცოპერაცია ჩაატარა: პროკურატურას და სასამართლოს მიუთითა რა გადაწყვეტილება მიეღოთ – აქ სისტემური და მითუმეტეს კორუფცია არ იკვეთებაო. მომდევნო დღეს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა დაკავებულებს ყველა მუხლით, გარდა კორუფციისა.
კობახიძის გაპრემიერებიდან მეორე დღეს კალაძის კაცი ციხიდან სახლში წავიდა.
ეს არის სისტემური პოლიტიკური კორუფცია და კობახიძე ამ კორუფციის სახეა!”

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ფაქტი, რომ არჩევნებამდე აღარ ქვეყნდება ევროკომისიის დასკვნა, მიანიშნებს იმაზე, რომ „გლობალური ომის პარტიას“ აღარ აქვს არჩევნების მოგების იმედი – აქცენტი გადაიტანეს პოსტსაარჩევნო და არა წინასაარჩევნო პერიოდზე

პრემიერი – საზოგადოებას არ ჰქონდა სრული, სათანადო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება უკრაინაში და ამ ბილბორდებმა და ვიდეორგოლმა გააშიშვლა სიმართლე – ამიტომ არიან ახლა გაღიზიანებული კონკრეტული ძალები

პრემიერი – იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი უდიდესი საგანძურია ჩვენი ქვეყნისთვის, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედება ყოველთვის მიმართული იყო ქვეყნის ეროვნული იდენტობის დაცვისა და შენარჩუნებისკენ და ქველმოქმედების ეს აქტიც ამის გამოხატულებაა