“ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია” – ბატიაშვილი ყაზახეთში ჩამოვარდნილ თვითმფრინავზე

ბევრი კითხულობს, თუ როგორ აღმოჩნდა ბაქოდან გროზნოსკენ მიმავალი თვითმფრინავი ყაზახეთში. ამაზე პასუხი რამდენადაც მარტივია, იმდენად შემზარავია: საქმე იმაშია, რომ ს საჰაერო თავდაცვის სისტემების მიერ თვითმფრინავის დაზიანების შემდეგ პილოტებმა ითხოვეს რომელიმე ახლომახლო აეროპორტში დაჯდომის ნებართვა; რუსებმა არ გასცეს ასეთი ნებართვა არც მახაჩკალაში, არც ვლადიკავკავკაზში და არც ნალჩიკში, სადაც იყო შანსი, რომ დაზიანებები გადაეღოთ ტელეფონით, რითაც გამოჩნდებოდა რუსეთის სახელმწოფოს მიერ ჩადენილი დიდი დანაშაული; რუსების სურვილი იყო, ეს დაზიანებული თვითმფრინავი კასპიის ზღვაში ჩამოვარდნილიყო და კვალი წაშლილიყო. მაგრამ თვითმფრინავმა რაღაცნაირად მაინც მიაღწია ყაზახეთამდე და იქ კი ვნახეთ, რაც მოხდა; ცალკე გასაკრვევი საკითხია, ითხოვა თუ არა ამ თვითმფრინავმა თბილისის აეროპორტში დაჯდომის უფლება და თუ ითხოვა, რა პასუხი მიიღო. რუკაზე ერთი დახედვითაც ჩანს, რომ გროზნოდან თბილისამდე უფრო ახლოა, ვიდრე ყაზახეთამდე. ჩვენთვის ამ საკითხის გარკვევაა მნიშვნელოვანი. …
რუსული პროპაგანდა ყველას “უმტკიცებს” თითქოს ჩამოვარდნილ აზერბაიჯანულ თვითმფრინავს ფრინველები შეეჯახა, რაც გახდა კიდეც კატასტროფის მიზეზიცო. არადა ჩამოვარდნამდე ცოტა ხნით ადრე თვითონ თვითფრინავის შიგნით გადაღებულ კადრებში მკაფიოდ ჩანს საზენიტო ზემოქმედების (ე.წ. “ასკოლკების”) კვალი

ასევე დაგაინტერესებთ

„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ – სანქციებიდან გამომდინარე იზოლაციის შიში უკვე აისახა საბანკო დეპოზიტებზე, ლარის კურსზე და ეროვნული ბანკის უცხოური ვალუტის რეზერვებზე – საგარეო ბალანსის გაუარესება ლარის გაუფასურებას გამოიწვევს

მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილი – ჩემი დასანქცირების გადაწყვეტილება მიღებულია ერთ-ერთი სახელმწიფოს პოლიტიკოსების მიერ – სხვა ქვეყნის პოლიტიკური გადაწყვეტილებები ქართულ მართლმსაჯულებაზე გავლენას ვერ მოახდენს

თენგიზ ფხალაძე – „ქართული ოცნება“ ზუსტად მიუყვება იმ სახელმძღვანელოს, რაც იმ ქვეყნებში ვნახეთ, სადაც ავტორიტარიზმი დამყარდა – ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება, რომ იმ ნიშნულს დავუბრუნდეთ, სადაც ვიყავით