“ამაზე კორექტულად მომკალით და ვერ ვიტყვი” – დავით ზურაბიშვილი

კარგა ხანია ხელისუფლების ამა თუ იმ ქმედებაზე არაფერი დამიწერია, რადგან ისეთებს შვრებიან, ვითარების ადეკვატური და ავთენტური შეფასებისთვის კორექტული სიტყვების შერჩევა პრაქტიკულად შეუძლებელია, არაკორექტულზე კი შვილები მეჩხუბებიან, ამ ხნის კაცს არ შეგეფერებაო. არადა პოლიციის უფროსი ყველა მხრიდან ბადრაგით გარშემორტყმულ ქალს რომ დედას შეაგინებს, ის საპასუხოდ სილას გააწნავს, ხელისუფლება კი ამას პოლიციელზე თავდასხმად გამოაცხადებს, ქალს ოთხიდან შვიდ წლამდე მუხლს მიუყენებს და წინასწარ პატიმრობაში აიყვანს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, რა გინდა რომ თქვა გარდა იმისა, რომ ამ პოლიციელის, მოსამართლის, მთელი მათი უფროსობის, რაიკომის, აღმასკომის, ცეკას, უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის და ა. შ., მამაძაღლი სეთურის და მოსასპობი თაბაგარის ჩათვლით, პლუს ყველა მათი მყვარებელ-გამამართლებლის ლამბორგინიც, მაზერატიც და ამათ მერე რაც მოდის, ისიც, ჯეკ!
ამაზე კორექტულად მომკალით და ვერ ვიტყვი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი – სად არის მიშასთან რომ მიდიოდა ის ლარი, ლარნახევარი, ორი ლარი, სად იკარგება გზაში? ფოთამდე საწვავი ლარნახევარი ღირდა, მაგრამ 2,60 ლარად ყიდდნენ – ქურდული წილია აბსოლუტური ყაჩაღებისა ოლიგარქების