ალ-შიფის საავადმყოფო | ტერორისტების თავშესაფარი

ტერორისტული ორგანიზაციები მშვიდობიან მოსახლეობას, რომ ფარად და საკუთარი მიზნებისთვის იყენებენ ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მას შემდეგ რაც ისრაელზე მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა. გარდა იმისა, რომ მათ სასტიკად მოკლეს ისრაელელები, არც პალესტინის მოსახლეობა დაინდეს. ტერორისტებს მიწისქვეშა თავშესაფრები და გვირაბები, ძირითადად სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ქვეშ აქვთ განთავსებული და ეს შენობები გამიზნულად არის შერჩეული. ღაზის სექტორის ყველაზე დიდი საავადმყოფოც ამის დასტურია, სადაც რამდენიმე დღის წინ ს შეიარაღებული ძალების სამხედროები შეიჭრნენ. მათ შენობის ქვეშ ჰამასის ტერორისტების სამეთაურო ცენტრი და იარაღის საწყობიც აღმოაჩინეს. სარდაფებში მძევლების კვალსაც მიაგნეს. ახლა ალ შიფას საავადმყოფოში მყოფი პაციენტების საერთაშორისო ყურადღების ცენტრში იმყოფებიან, რადგან სამედიცინო აღჭურვილობა არ მუშაობს და კლინიკა თითქმის სრულად უფუნქციოა.