ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზაში, ალ-შიფას საავადმყოფოს ახლომდებარე შენობაში 65 წლის მძევლის, იეჰუდიტ ვაისის ცხედარი იპოვეს.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ იეჰუდიტ ვაისი „ჰამასმა“ მძევლად 7 ოქტომბრის თავდასხმის დროს აიყვანა, მისი ქმარი კი მოკლეს.
შეგახსენებთ, ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, „ჰამასს“ მძევლადა 240-მდე ადამიანი ჰყავს აყვანილი.
