თითქოს გადაწყვეტილი იყო, რომ “ლევერკუზენის” ფორვარდი ვიქტორ ბონიფეისი კრიშტიანო რონალდოს “ალ ნასრში” გადავიდოდა, მაგრამ არაბულმა კლუბმა მის დამატებაზე უარი თქვა და არჩევანი “ასტონ ვილას” შემტევ ჯონ დურანზე გააკეთა.
“ალ ნასრი” ბრიტანულ კლუბს კოლუმბიელი თავდამსხმელის სანავლოდ 77 მილიონ ევროსა და ბონუსებს გადაუხდის. დღეს დურანი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც არაბეთში გაფრინდება.
21 წლის დურანი თავის თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდად ითვლება. ჯონი “ასტონ ვილამ” 2023 წლის იანვარს “ჩიკაგოდან”, 20 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინა.
მიმდინარე სეზონში დურანმა “ვილანების” მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში
29 მატჩი გამართა, თავი კი 12 გატანილი გოლით გამოიჩინა.