“ალ ნასრის” ერთ-ერთი ლიდერი ანდერსონ ტალისკა კარიერას “ფენერბაჰჩეში” გააგრძელებს, ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ტალისკა თურქულ კლუბთან ხელშეკრულებას 2026 წლამდე გააფორმებს.
პორტუგალიელი თურქეთის ჩემპიონატში 2016/2018 წლებშიც ასპარეზობდა და “ბეშიქთაშის” ღირსებას იცავდა.
ტალისკამ “ალ ნასრის” მაისურით გამართულ 104 მატჩში თავი 76 გატანილი გოლითა და 10 შედეგიანი პასით გამოიჩინა.