ალუდა ღუდუშაური – მესამე ძალა, იქნება ეს გახარია, , „ლელო“, გვარამია თუ სხვები, საერთო წიაღიდან წამოსული არიან – მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება

მესამე ძალა, იქნება ეს გიორგი გახარია, , „ლელო“, გვარამია თუ სხვები, რა თქმა უნდა, საერთო წიაღიდან წამოსული არიან, რომელსაც ჩვენ ძალიან სამართლიანად კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვეძახით – მომავალ პარლამენტში „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა“ 30-35 მანდატის ამარა იქნება, – აღნიშნული შეფასება ჟურნალისტებთან უმრავლესობის დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა გააკეთა.
მისი თქმით, „ესენი გადაზღვევაზე შემოყვანილი პაიკები არიან, წარმოადგენენ კარგად დაძველებულ „ნაცმოძრაობას“ და რეალურად არანაირი მესამე ძალა არ არსებობს“.
როგორც ღუდუშაურმა აღნიშნა, ოპოზიციის მდგომარეობა არის არათუ არასახარბიელო, არამედ ძალიან ცუდი.
„მათ მთელი ეს პერიოდი საკუთარი პროპაგანდა იმაზე ააგეს, რომ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ამით მუხტი ხელოვნურად აეწიათ, ქვეყანაში არეულობა, დესტაბილიზაცია გამოეწვიათ, რათა ამ გზით ხელისუფლებაში მოსულიყვნენ. რა თქმა უნდა, დღევანდელი მოცემულობით, სასტარტო პოზიციით, “ქართულ ოცნებას” ძალიან დიდი უპირატესობა აქვს – პირდაპირ შეგვიძლია გითხრათ, რომ დღეს რომ ჩატარდეს, ქართველი ხალხის გადაწყვეტილება არის ის, რომ “კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა” 30-35 მანდატის ამარა იქნება. ეს არც გასაკვირი და არც მოულოდნელია – არის ძალიან სამართლიანი და ლოგიკური.
„ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ჰქონოდა, შიდა თუ გარე გამოწვევების ფონზე ეს პერიოდი ღირსეულად გაევლო და ქვეყანას კანდიდატის სტატუსი დამსახურებულად მიიღო”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია