ალუდა ღუდუშაური – ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად ცდება

ზურაბიშვილს თუ ჰგონია, რომ „სადაც არ უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
მისივე თქმით, პრეზიდენტი „ნაციონალური მოძრაობის“ „მოვალეა“ და მის დაკვეთას ასრულებს.
„როცა პრეზიდენტისთვის კონსტიტუცია არაფერს ნიშნავს, საერთოდ ამ ქალისთვის არანაირი კანონმდებლობა არ არსებობს და ამოვარდნილია ყველაფრიდან, მის სიტყვებს თუ დავესესხებით, მას როგორც უყვარს (თქმა), მას თუ ჰგონია, რომ „სადაც უნდა გათხაროს, ყველგან შეუძლია გათხაროს“, მაგრად შემცდარა ეს ადამიანი და მაგრად ცდება.
ქართველი ხალხი ხედავს მარტივად, რა მისიაც აქვს დღეს მას. მისი მისიაა ქვეყანაში ხელოვნურად ასწიოს პოლიტიკური ტემპერატურა და ამ პოლიტიკურ ველზე საკუთარი თავი სადღაც მაინც დაინახოს. ის ასრულებს „ნაციონალური მოძრაობის” დაკვეთას. მოვალეა „ნაციონალური მოძრაობის“, ურთიერთშეთანხმებულები არიან და დღეს ფორმალური პრეზიდენტი ის არის სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მანდატების წყალობით“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ილჰამ ალიევი – სამხრეთ კავკასიის რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე – მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ირღვევა ეს პრინციპები, ჩვენთან ეს უნდა დარჩეს ურყევი

მიხეილ სააკაშვილი ზურაბ ნოღაიდელს – პუტინთან იყავი თუ არა შეხვედრაზე? „ეკაჩავე“, „ებლატავე“ თუ მოუწოდე საქართველო არ დაეპყრო? შეხედეთ ამ მოღალატეს, ნაძირალა – ვისი ნაქირავები იყო ბინა, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა?