“ალტ-ინფოს” აცხადებს, რომ “თიბისისა” და “საქართველოს ბანკში”ანგარიშები დაუხურეს

პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი “კონსერვატიული მოძრაობის” დაფუძნებულ ტელევიზიას – “ალტ-ინფოს” ანგარიშები დაუხურეს. ინფორმაციას უდასტურებს რადიო თავისუფლებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია.
არხის ფეისბუკგვერდზე წერია, რომ “საქართველოს ბანკმა” “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, შოთა მარტინენკოს ანგარიში დაუხურა. სწორედ მისი სახელით გროვდებოდა შემოწირულობები.
“ალტ-ინფოს” ტელეეთერში გამოტანილია “ ბანკის” ანგარიში, რომელზე თანხის გადარიცხვაც შეუძლებელია.
“ბანკმა უთხრა, რომ არ სურს მასთან თანამშრომლობა. მიზეზი გასაგებია, რომ “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ პასუხი ეს იყო… ყველამ დახურა [“თიბისი” და ““]”, – ამბობს კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს. ის დასძენს, რომ საბანკო ანგარიშის გახსნის დროს პრობლემები შეექმნათ ს “ქართუშიც”.
იმის მიუხედავად, რომ არც პარტიას და არც ტელეარხს არ აქვს პირდაპირი წვდომა საბანკო სერვისებზე, მორგოშია აცხადებს, რომ ეს მათ პრობლემას არ შეუქმნის.
“გაჭირვებით არ გვიჭირს. ამაზე ვიზრუნეთ, შევქმენით “ათასეულები”, რომლებიც აგროვებენ თანხებს – 10-10 კაცი ერთმანეთს ურიცხავს, ვერც გააკონტროლებ. ათი ათასი კაცი რომ შეაგროვებს, 30-30 ლარს, ეს ჰყოფნის ჩვენს არხს”, – ამბობს მორგოშია.
radiotavisupleba.ge