“ალტ-ინფოს” აცხადებს, რომ ბანკებმა ანგარიშები დაუხურეს

პრორუსული, ულტრამემარჯვენე, ძალადობრივი მოწოდებებით ცნობილი “კონსერვატიული მოძრაობის” დაფუძნებულ ტელევიზიას – “ალტ-ინფოს” ანგარიშები დაუხურეს. ინფორმაციას უდასტურებს რადიო თავისუფლებას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, კონსტანტინე მორგოშია.
არხის ფეისბუკგვერდზე წერია, რომ “საქართველოს ბანკმა” “კონსერვატიული მოძრაობის” ერთ-ერთ ლიდერს, შოთა მარტინენკოს ანგარიში დაუხურა. სწორედ მისი სახელით გროვდებოდა შემოწირულობები.
“ალტ-ინფოს” ტელეეთერში გამოტანილია “ ბანკის” ანგარიში, რომელზე თანხის გადარიცხვაც შეუძლებელია.
“ბანკმა უთხრა, რომ არ სურს მასთან თანამშრომლობა. მიზეზი გასაგებია, რომ “ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერია, მაგრამ პასუხი ეს იყო… ყველამ დახურა [“თიბისი” და ““]”, – ამბობს კონსტანტინე მორგოშია რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს. ის დასძენს, რომ საბანკო ანგარიშის გახსნის დროს პრობლემები შეექმნათ ბიძინა ივანიშვილის “ქართუშიც”.
იმის მიუხედავად, რომ არც პარტიას და არც ტელეარხს არ აქვს პირდაპირი წვდომა საბანკო სერვისებზე, მორგოშია აცხადებს, რომ ეს მათ პრობლემას არ შეუქმნის.
“გაჭირვებით არ გვიჭირს. ამაზე ვიზრუნეთ, შევქმენით “ათასეულები”, რომლებიც აგროვებენ თანხებს – 10-10 კაცი ერთმანეთს ურიცხავს, ვერც გააკონტროლებ. ათი ათასი კაცი რომ შეაგროვებს, 30-30 ლარს, ეს ჰყოფნის ჩვენს არხს”, – ამბობს მორგოშია.
“ალტ-ინფო” არის ჰომოფობიური და პრორუსული პოლიტიკური პარტია “კონსერვატიული მოძრობის” ლიდერების დაფუძნებული არხი, რომლიც ფინანსდება ერთ-ერთი ლიდერის, კოკა მორგოშიას მამიდის სახელით. ამ ჯგუფის ორგანიზებით თბილისში არაერთი აქცია გაიმართა, რომელიც შემდეგ ძალადობაში გადაიზარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

დონალდ ტრამპი – რუსეთ-უკრაინა ჩემი პრიორიტეტების სიაში ძალიან მაღალ ადგილზეა – პუტინსა და ზელენსკის შორის დიდი სიძულვილია, მე ხან ერთს ვადანაშაულებ, ხან მეორეს, მაგრამ, მჯერა, მშვიდობის მიღწევა მოხდება

ქეთი მოლაშვილი: მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას ითხოვს. დედის დღეს.. მოკლული შვილის მკვლელობის გამოძიებას… არა დასჯას, დამუქრებას, გაბრაზებას, არამედ უბრალოდ გამოძიებას ითხოვს..