კოალიცია “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა ხაზარაძე იმ გზას ასახელებს, რომელიც მისი თქმით, ხელისუფლებას აიძულებს, ჩატარდეს ახალი არჩევნები.
ინიციატივა “სახალხო პარლამენტის“ შექმნაზე გავაჟღერე იმის გამო, რომ დრო არ ითმენდა. მეორე დილასვე გავაცანით ეს იდეა პრეზიდენტს. ამ თემაზე ჩვენ ორ ოპოზიციურ პარტიასთან გუშინ გვქონდა მსჯელობა, გახარიას პარტიასთან ჯერ არ გვქონია პირადი კომუნიკაცია. მინდა, მთელი სერიოზულობით ვთქვა, რომ ეს არის გზა, გარეთ მასიურ პროტესტთან ერთად, რომელიც ხელისუფლებას აიძულებს, ჩატარდეს ახალი არჩევნები, იმიტომ რომ მარტო ქუჩა არ არის საკმარისი, ჩვენ გვჭირდება სოლიდური წარმომადგენლობა და ის ადამიანები, რომლებიც ვერ გამოდიან ქუჩაში, მილიონ ადამიანზეა საუბარი მათი წარმომადგენლობა უნდა იყოს დაცული და არ იყოს ის დაქსასულობა, რომელიც არის, რომ სხვადასხვა პარტიები აგზავნიან თავიანთ წარმომადგენლებს უცხოეთში ეს უნდა იყოს შეთანხმებული, უნდა იყოს დოკუმენტურად ეს გაყალბების მთელი მასალა წარდგენილი, მთელი ოპოზიციური პარტიების ნამუშევარი, კიდევ გავიმეორებ ეს არ არის პარლამენტი, რომელიც მიიღებს კანონებს, ეს არის პარლამენტი, რომელიც მიმართულებას მისცემს და ეტყვის მთელ მსოფლიოს, რომ ეს ალტერნატიული პარლამენტი წარმოადგენს ნახევარზე მეტ ქართველ ამომრჩეველს, რომელმაც მოიგო არჩევნები და ეს არჩევნები წაართვა რუსულმა ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული წინადადება – აქციების და ქუჩის პროტესტის პარალელურად, რომელიც უნდა გაგრძელდეს, ჩვენ, არჩეულმა და მანდატმიღებულმა ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა ჩამოვაყალიბოთ ალტერნატიული ცენტრი, დავარქვათ ამას ალტერნატიული პარლამენტი, სახელი პირობითია, სახალხო პარლამენტი და ვაჩვენოთ ჩვენს ამომრჩეველს, რომ არამარტო ქუჩაში ვართ, არამედ, ვართ ორგანიზებულები და შეგვიძლია, დავაორგანიზოთ ყველა ის საკითხი, რომელიც ამ ბრძოლას სჭირდება“, – განაცხადა ხაზარაძემ