ალტაში გულშემატკივრობა ფასდება: გაამხნევე საქართველოს ნაკრები და მიიღე დამატებითი საჩუქრები

26 მარტის ისტორიული გამარჯვება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საფეხბურთო და ეროვნული მნიშვნელობის მოვლენაა, რომელიც ქართველი ხალხის წარმოუდგენელი ერთიანობით კიდევ უფრო შთამბეჭდავად დაგვამახსოვრდა.

სულ მალე, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დებიუტი შედგება და ეს ამბავი უხმაუროდ არც “ალტაში” ჩაივლის.
ალტაში, ამ ზაფხულს გულშემატკივრობა განსაკუთრებულად ფასდება – 30 ივნისის ჩათვლით, შერჩეულ ტექნიკაზე სპეციალური ფასდაკლებები ვრცელდება, როგორც საიტზე www.alta.ge, ასევე, მაღაზიებში. გარდა ფასდაკლებებისა, მომხმარებელს სპორტსმენების გულშემატკივრობის სანაცვლოდ, მაღაზიებში დამატებითი საჩუქრების მიღების შანსიც ეძლევა.

პირობები ძალიან მარტივია:
მაღაზიაში მოსულ მომხმარებელს ხმის დეციბალების საზომი სპეციალური აპარატი დახვდება, სადაც მის გამამხნევებელ შეძახილებს შეუძლია, დამატებით ვაუჩერი მოაგებინოს.
გულშემატკივრობას აქვს გასაოცარი ძალა, რომელიც სტადიონზე საქართველოს სახელისთვის მებრძოლ ფეხბურთელებს ჩვენგან ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ.
ამ ზაფხულსაც ერთიანობით გავიმარჯვებთ!
წინ, საქართველო!