ალონსოს დანიშვნა ორ გრანდს სურს – “ლევერკუზენში” მის შემცვლელად უკვე ორი კანდიდატურა ჰყავთ

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “ბაიერის” მთავარი მწვრთნელის ხაბი ალონსოს მიწვევით ორი ევროპული ტოპ გრანდი ინტერესდება.
ესპანელის საკუთარ გუნდში ხილვა მანჩესტერ “სიტისა” და მადრიდის “რეალს” სურთ.
თავის მხრივ, თუ მიმდინარე სეზონის ბოლოს ალონსო “ლევერკუზენს” მაინც დატოვებს, კლუბი სანდრო ვაგნერისა და სებასტიან ჰიონესის კანდიდატურებზე იფიქრებს.