ალონსომ მომავალთან დაკავშირებით მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო

ჩაბი ალონსო, დიდი ალბათობით, მომავალ სეზონშიც “ლევერკუზენს” გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას The Athletic-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, ესპანელმა სპეციალისტმა “ლივერპულისა” და მიუნხენის “ბაიერნის” შეთავაზებებზე უარი განაცხადა.
როგორც ჩანს, ალონსო წინადადებას მადრიდის “რეალისგან” ელოდება. სავარაუდოა, რომ კარლო ანჩელოტი მომდევნო სეზონის ბოლოს “ბლანკოსს” დატოვებს.
შეგახსენებთ, ალონსოს თავკაცობით “ლევერკუზენი” ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 70 ქულით პირველ ადგილს იკავებს და მეორეადგილოსან “ბაიერნს” 10 ქულით უსწრებს.