ალი მოჯანი: ქვეყანა, რომელიც არ დაეხმარება -ისრაელს ირანზე თავდასხმაში, გვექნება ნორმალური ურთიერთობა

ალი მოჯანი: ქვეყანა, რომელიც არ დაეხმარება -ისრაელს ირანზე თავდასხმაში, გვექნება ნორმალური ურთიერთობა
03 აპრ 202620:22
“ფორმულამ” ირანის ელჩთან საქართველოში პირველი ინტერვიუ ჩაწერა.ალი მოჯანი ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში მის მიერ გამოქვეყნებული პოსტის მუქარად შეფასება არასწორია, მისი თქმით  ისეთი ქვეყნები, რომლებიც შეერთებულ შტატებს და ისრაელს ირანის წინააღმდეგ ეხმარებიან, ასეთ ქვეყნებთან ირანი ნორმალურ ურთიერთობას გააგრძელებს. კითხვას, პირადი შეფასებით შეერთებული შტატები საქართველოს იყენებს თუ არა ირანის წინააღმდეგ ალი მოჯანი ისევ კითხვით პასუხობს – “თქვენ რამენაირად დაეხმარეთ ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმის დროს” – ამბობს ელჩი.”როდესაც მტერი თავს ესხმის თქვენს ქვეყანას და ამ დროს, სხვა ქვეყანა თანამშრომლობს ამ მტერთან, უთმობს თავის ტერიტოიულ სივრცეს, ტერიტორიულ წყლებს, ხმელეთს რომ ამ მტერმა თქვენზე განახორციელოს თავდასხმა. როგორი დამოკიდებულება გექნებათ იმ ქვეყნის მიმართ?
როდესაც მტერი გამოიყენებს თავის ბაზებს, რომლებიც მდებარეობს სხვა ქვეყნებში, მესამე ქვეყნებში, მიესალმებით ასეთ ფაქტს?
ქვეყანა, რომელიც არ დაეხმარება ამერიკას და ისრაელს ირანზე თავდასხმაში, ირანზე აგრესიას არ შეუწყობს ხელს, შესაბამისად, ასეთ ქვეყანასთან გვექნება წარსულის მსგავსად, ნორმალური ურთიერთობა – განაცხადა ირანის ელჩმა საქართველოში