ალი ლარიჯანი დონალდ ტრამპს – ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ

ირანის ეროვნული უსაფრთხოების უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი, ალი ლარიჯანი -ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ „თუ ირანი ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება, მას ოცჯერ უფრო ძლიერად დაარტყამს, ვიდრე აქამდე“.

„ირანელ ხალხს თქვენი ფუჭი მუქარის არ ეშინია. ირანელი ხალხის განადგურება თქვენზე ძლიერებმაც ვერ შეძლეს. ფრთხილად იყავით, თავად არ განადგურდეთ“, – წერს ლარიჯანი X-ზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ ირანს „ოცჯერ უფრო ძლიერად“ დაარტყამს, თუ ის ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ნაკადის შეჩერებას შეეცდება.

მისი თქმით, აშშ გაანადგურებს ადვილად განადგურებად სამიზნეებს, რაც ირანის აღდგენას პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – რამდენიმე თვის წინ შეიტანეს სარჩელი, მათ შორის, „ლელოს“ აკრძალვის თაობაზე და ჯერჯერობით განმწესრიგებელი სხდომაც არ ჩაუნიშნავს სასამართლოს – ეს ყველაფერი არის სპექტაკლი, რომლის გათამაშებასაც ივანიშვილი და მისი რეჟიმი აპირებს

დავით ნიკურაძე: პარლამენტის თავმჯდომარე რითაა დაკავებული? ისევ ავრცელებს დასანქცირებული იმედის ტელევიზიის ფეიკს და ამ ფეიკის საფუძველზე გერმანიის ელჩს ეუბნება, ახლავე ბოდიში მოიხადეო