ტარიელ ხარხელაური დღეს სასწაულის მომსწრე გახდა. ქუთაისის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში – იგივე ბაგრატის ტაძარში, პოეტის ხელში სანთლები თავისით აინთო!
ამ სასწაულის შესახებ, საზოგადოებას, ფეისბუქის მეშვეობით, იზა ვეფხვაძემ ამცნო.
ცეცხლის გადმოსვლის შესახებ გაოგნებული პოეტი “პრაიმტაიმს”უყვება და თავის პირველ ემოციას უზიარებს.
ტარიელ ხარხელაური: დღე ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლის გახსნაზე გახლდით სტუმრად მიწვეული. ბავშვებთან შეხვედრა მქონდა. შემდეგ, მეუღლესთან ერთად, ბაგრატის ტაძარი მოვილოცე. მივედი ჯვარცმასთან ხელში ხუთი სანთლით. ვდგავარ მაცხოვრის ჯვარცმის წინ და უფალს შევთხოვ: უამრავჯერ გიპატიებია შეურაცხყოფა და იქნებ ახლაც აპატიო ამ ცოდვილ სამყაროს-მეთქი…
უცებ, ამ დროს, ხელში სითბო ვიგრძენი; ხუთ სანთელში აქედან-იქედან ორ-ორი აინთო, შუა სანთელი არ აინთო! სანთლებთან ახლოს არ ვმდგარვარ. რა ახლოსაც არ უნდა ვმდგარიყავი, ასე ერთდროულად სანთლები ვერ აინთებოდა! ალი ავარდა!
ეს სასწაული რამდენიმე საათის წინ მოხდა და ახლაც გაოგნებული ვარ. გულს ბაგა-ბუგი გაუდის! ასეთი სასწაული ჩემს ცხოვრებაში არ მომხდარა. თვითონ მიკვირდა სხვა რომ ჰყვებოდა, ან გავიგებდი. დღეს საკუთარი თვალით ვიხილე…
მარინა ხარხეულარი: – რომ შევხედე, გაფითრებული სახე ჰქონდა, სანთლები თავისით აინთოო, მითხრა და სულ ერთიანად აკანკალებდა. გაოგნებული იყო…
ტარიელ ხარხელაური: საკუთარი თავისთვის არასდროს მიმიმართავს უფლისთვის. სამყაროსთვის და ქვეყნისთვის შევთხოვ ხოლმე. მაგრამ დღეს რაც მოხდა, მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. გაოცებულიც ვარ და დათრგუნულიც, რადგან მე ამის მოლოდინი არ მქონია. ცეცხლის გადმოსვლის სასწაულის მომსწრე გავხდი!
მადლობა უფალს ამის ღირსი რომ გამხადა… ჯერ თვითონაც ვერ გავრკვეულვარ, ეს რა იყო, ნიშანი თუ რა… გულს ბაგა-ბუგი გაუდის.
თავიდანვე ვიცოდი, რომ უფალი ჩემთან იყო, მაგრამ მთლად ასე ახლოს თუ იქნებოდა, ვერ ვიფიქრებდი…
ასევე დაგაინტერესებთ:
„ერთხელ თეონამ მომიბოდიშა…“ – რა კავშირია თეონა ქუმსიაშვილსა და ტარიელ ხარხელაურს შორის
„ბევრი რამ ყოფილა ჩემს ცხოვრებაში… არ მიყვარს ჩემი პრობლემებით სხვისი დამძიმება…” – კირა ანდრონიკაშვილი პირადზე
„90-იანების ჩაბნელებული დიღმის, ლამფებით განათებულ ჯიხურებში, ერთ ღამეში დაურიგა ქალებს აღებული ფული…“ – უცნობი ისტორია კაც-სიკეთეზე
„რთული ბილიკებით იარა ამ ქვეყნად, ოღონდ ისე, რომ ღიმილი არ მოუშორებია სახიდან…“ – ალუდა ქეთელაური 36 წლის გახდებოდა