ალისონის მე-300, სათადარიგო მამარდაშვილი და “ლივერპულის” გამარჯვებით დაწყებული პრემიერლიგა

პრემიერლიგის პირველ ტურში „ლივერპულმა“ საკუთარ მოედანზე „ბორნმუთი“ 4:2 დაამარცხა.
„ლივერპული“ 64-ე წუთამდე 2:0 იგებდა, სემინიომ დუბლით ანგარიში გაათანაბრა, თუმცა ჯერ შეცვლაზე შესულმა კიეზამ, კომპენსირებულ დროში კი სალაჰმა დალაშქრეს პეტროვიჩის კარი და მერსისაიდულმა გუნდმა გაიმარჯვა.
მასპინძელთა კარს ალისონი იცავდა, რომელმაც „წითლებში“ მე-300, ხოლო პრემიერლიგაში 230-ე მატჩი ჩაატარა.
გიორგი მამარდაშვილი სათადარიგო იყო და თუ მოულოდნელად რაიმე არ შეიცვალა, სამწუხაროდ, დიდი ალბათობით, ამ სეზონში ხშირად არ მოუწევს თამაში.
შემდეგ მატჩს „ლივერპული“ 25 აგვისტოს გასვლაზე „ნიუკასლთან“ ჩაატარებს.
ლივერპული – ბორნმუთი 4:2
გოლები: 1:0 ეკიტიკე (37), 2:0 გაკპო (49), 2:1 სემენიო (64), 2:2 სემენიო (76), 3:2 კიეზა (88), 4:2 სალაჰი (90+4)