,,ალიევს ცხვირ-წინ პუტინი ეჯდა, რომლისგანაც სამძიმარს იღებდა. ასეთია ბოროტება“ – ვიკა ბუკია
ჟურნალისტი ვიკა ბუკია აზერბაიჯანული მედიის მიერ გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერზე:
,,გავრცელებული ჩანაწერის ავთენტურობა ალბათ უნდა დადგინდეს, მაგრამ შეგახსენებთ, ყაზახეთში სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო აზერბაიჯანში 26 დეკემბერი გლოვის დღედ გამოცხადდა. 38 ადამიანი ემსხვერპლა ტრაგედიას, მათ შორის ბავშვები. ალიევის განკარგულებით, შეიქმნა აქთაუში მომხდარი ავიაკატასტროფის გამოძიების სახელმწიფო კომისია. რუსული მედია მასიურად წერდა, რომ ავიაკატასტროფა ფრინველების გადაფრენამ გამოიწვია, დაჩხვლეტილი კორპუსის კადრებსაც აჩვენებდნენ, რომელიც რატომღაც თვითმფრინავის გვერდით იყო და არა წინა მხარეს. ეჭვები რუსული ავიაციის საზენიტო საშუალებების კვალზე მალევე გაჩნდა, მაგრამ მალევე – გაქარწყლდა. ეჭვებს აღრმავებდა ის, რომ ავოაკატასტროფა მოხდა იქ, სადაც რუსეთი კვალს ადვილად წაშლიდა. ავიალაინერი ბაქოდან ქალაქ გროზნოში მიფრინავდა. ის აქთაუს აეროპორტიდან სამი კილომეტრის დაშორებით ჩამოვარდა.
დეტალი:
„აზერბაიჯანული ავიახაზების“ სამგზავრო თვითმფრინავი რომ ჩამოვარდა ალიევი სანკტ-პეტერბურგში იყო და მოსკოვში აპირებდა წასვლას. ცხვირ-წინ პუტინი ეჯდა, რომლისგანაც სამძიმარს იღებდა.
ასეთია ბოროტება. მას პუტინის სახე აქვს.“
