ალიევმა -ს გარდაცვალების გამო გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ბაქოში საქართველოს საელჩოს ეწვია და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, -ს გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოხატა. მან საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ ილია II-მ თავისი ცხოვრება და მოღვაწეობა კეთილშობილურ საქმეებსა და რელიგიათაშორისი დიალოგის ხელშეწყობას მიუძღვნა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მის ხსოვნას აზერბაიჯანში ყოველთვის დიდ პატივს მიაგებენ.
გარდა ამისა, ალიევმა ისაუბრა ილია II-ს როლზე აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული ურთიერთობისა და თანამშრომლობის განვითარებაში.
ალიევი აზერბაიჯანში საქართველოს ელჩს, ზურაბ პატარაძესაც შეხვდა. პატარაძემ ალიევს საელჩოში მისვლისა და სამძიმრის გამოხატვისთვის მადლობა გადაუხადა.
ცნობისთვის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 93 წლის ასაკში, 17 მარტს, 22:10 საათზე კავკასიის მედიცინის ცენტრში გარდაიცვალა. 17 მარტს დილით საპატრიარქომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პატრიარქი კლინიკაში შინაგანი სისხლდენით გადაიყვანეს. მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.