ალიევმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ბრძანება გასცა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, რომელიც ქვეყანას 20 წელია მართავს, მოულოდნელად ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა. მას ჯერ არ განუმარტავს თავისი გადაწყვეტილება.
ალიევის ბრძანებით, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს ჩატარდება.
რომ არა აღნიშნული გადაწყვეტილება, ალიევის პრეზიდენტობის ვადა 2025 წელს დასრულდებოდა. უფრო მეტიც, წინა საპრეზიდენტო არჩევნებიც ვადამდელი იყო და 2018 წელს, ოქტომბრის ნაცვლად, აპრილში ჩატარდა.
შემდეგ ოპოზიციამ ამ არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადა და ალიევის კონკურენტები მისი ღიად მხარდამჭერები ან ნაკლებად ცნობილი პოლიტიკოსები იყვნენ. ზოგიერთს სოციალური ქსელიც კი არ ჰქონდა.
ვადამდელი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებიც. ის 2020 წლის ნოემბრის ნაცვლად, 9 თებერვალს ჩატარდა.