აზერბაიჯანში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დაინიშნა, – აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის ეს გადაწყვეტილება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
განცხადების თანახმად, არჩევნები 2024 წლის 7 თებერვალს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პოსტზე ილჰამ ალიევი 2003 წლიდან, უკვე მეოთხე ვადით არის.
