ალიევმა აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და თანამდებობაზე, სულ მცირე, მორიგი შვიდი წლით დარჩება. საბოლოო შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ალიევს, წინასწარი შედეგებით, ხმათა 92% აქვს, ხოლო კიდევ ერთ კანდიდატს – ორ პროცენტზე ოდნავ მეტი.
„აზერბაიჯანელმა ხალხმა ილჰამ ალიევი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩია“, – განაცხადა პრესკონფერენციაზე აზერბაიჯანის ს თავმჯდომარემ, მასაჰირ პაჰანოვმა. მისივე თქმით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 67,7% შეადგინა.
აზერბაიჯანში თავად ალიევმა, ვადაზე ადრე დანიშნა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტს მორიგი გამარჯვება მიულოცეს ვენესუელის, ტაჯიკეთის, სერბეთის, თურქეთისა და ბელარუსის პრეზიდენტებმა. ილჰამ ალიევი 2003 წლიდანაა აზერბაიჯანის პრეზიდენტი. ამ თანამდებობაზე მან მამამისი, ჰეიდარ ალიევი ჩაანაცვლა. უმცროსი ალიევის მმართველობისას, აზერბაიჯანში იდევნებიან ოპოზიციონერები და დამოუკიდებელი ჟურნალისტები.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კალაძე – სალომე ზურაბიშვილი იქნება არა ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი – მთავრობის ნებართვის გარეშე ვოიაჟები კონსტიტუციის დარღვევაა, მაშინ რად გვინდა კონსტიტუცია, თუ ჩვენი გადაწყვეტილებებით ვმოქმედებთ?