ალიევი: სომხეთი საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, ფაშისტური სახელმწიფოა

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ს თქმით, სომხეთი “ფაშისტური სახელმწიფოა”. მან ამის შესახებ აზერბაიჯანულ ტელეარხთან ისაუბრა.
“სომხეთი ფაქტობრივად საფრთხის წყაროა რეგიონისთვის, ხოლო დამოუკიდებელი სომხური სახელმწიფო არსებითად ფაშისტური სახელმწიფოა, რადგან თითქმის 30 წელია, რაც მას ფაშისტური იდეოლოგიის მატარებლები ხელმძღვანელობენ.
ამიტომ, ფაშიზმი უნდა განადგურდეს. მას ან სომხეთის ხელმძღვანელობა გაანადგურებს, ან ჩვენ. სხვა გამოსავალი არ გაგვაჩნია”, – თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებები მორიგი ესკალაციაა ბაქოსა და ერევანს შორის არსებულ ურთიერთობებში, რომლებიც უკვე ერთ წელზე მეტია სამშვიდობო შეთანხმებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებენ.