ალიევი არ მონაწილეობს დსთ-ს ლიდერთა არაფორმალურ სამიტში

აზერბაიჯანის პრეზიდენტი არ მონაწილეობს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის(დსთ) წევრი ქვეყნების ლიდერთა არაფორმალურ სამიტში, რომელსაც ს პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი დღეს, 22 დეკემბერს მასპინძლობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში.
აზერბაიჯანის სახელმწიფო სააგენტომ დღეს გაავრცელა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განმარტება, რომ არაფორმალურ სამიტს არ ესწრება დატვირთული სამუშაო გრაფიკის გამო.
ალიევის ადმინისტრაციის თანახმად, აზერბაიჯანი რეგულარულად მონაწილეობს დსთ-ის ოფიციალურ სამიტებში და მისთვის მნიშვნელოვანია ამ ორგანიზაციის ფარგლებში თანამშრომლობა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შექმნილი დსთ-ის ამჟამინდელი წევრები არიან: , ბელარუსი, აზერბაიჯანი, სომხეთი, ყაზახეთი, , ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მოლდოვა ორგანიზაციიდან გასვლის პროცესშია. ასოცირებული წევრია თურქმენეთი.
არაფორმალური სამიტის მონაწილეებს, ბელარუსის, ს, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, უზბეკეთის და თურქმენეთის პრეზიდენტებს და სომხეთის პრემიერ-მინისტრს 21 დეკემბერს, საღამოს რუსეთის პრეზიდენტმა პეტერბურგის კონსერვატორიაში კონცერტზე უმასპინძლა. მანამდე კონსერვატორიაში გაიმართა „ტოლსტოის სახელობის მშვიდობის პრემიით“ დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოებულთა შორის არიან ყირგიზეთის, უზეკეთის და ტაჯიკეთის პრეზიდენტები.
დსთ-ის ლიდერთა არაფორმალური სამიტის წინ, 21 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგში გაიმართა ევრაზიის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საბჭოს სხდომა. ამ ორგანიზაციის წევრები არიან რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი და ყირგიზეთი.
ფორუმი