ალიევი: ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა რუსეთს ეკისრება, ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ს თქმით, აქთაუში მომხდარ ავიაკატასტროფაზე პასუხისმგებლობა “ს ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ” და რუსეთისგან “ადამიანურად მოქცევას” ითხოვს.
სააგენტო APA წერს, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი დაღუპული თვითმფრინავის ეკიპაჟის წევრების ნათესავებს, ასევე ავიაკატასტროფას გადარჩენილ ბორგამცილებლებს შეხვდა.
ალიევმა თქვა, რომ მიიღო გამოძიების პირველადი შედეგები, თუმცა უარი განაცხადა დეტალების გამჟღავნებაზე. მან ხაზი გაუსვა, რომ “ბრალი იმაში, რომ ამ კატასტროფაში აზერბაიჯანის მოქალაქეები დაიღუპნენ, რუსეთის ფედერაციის წარმომადგენლებს ეკისრებათ”.
“და ჩვენ ვითხოვთ სამართლიანობას, ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების დასჯას, ჩვენ ვითხოვთ სრულ გამჭვირვალობას და ადამიანურ ქცევას”, – თქვა ალიევმა.
2024 წლის 29 დეკემბერს აზერბაიჯანმა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაამკაცრა. კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებების თანახმად, რუსეთის მოქალაქეები წლის განმავლობაში აზერბაიჯანში 90 დღეზე მეტ ხანს ვერ შეძლებენ ყოფნას.
ცვლილებები 2025 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება.
Azerbaijan Airlines-ის სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ბაქოდან გროზნოში მიფრინავდა, ყაზახეთის ქალაქ აქტაუსთან 25 დეკემბერს ჩამოვარდა. დაიღუპა 38 ადამიანი.
Euronews და Reuters წერდნენ, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემები გახდა. Reuters-ის ინფორმაციით, რაკეტა ბაქოდან გროზნოში მფრინავ თვითმფრინავს გროზნოს თავზე “დრონის საჰაერო აქტივობისას” გაისროლეს. რაკეტა თვითმფრინავთან ახლოს აფეთქდა, რის გამოც გარედან დააზიანა.