ალიევთან საუბარში ბლინკენმა კვლავ გაუსვა ხაზი სომხეთთან “ღირსეული მშვიდობის” მნიშვნელობას

16 სექტემბერს, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარში -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი “მდგრადი და ღირსეული მშვიდობის მნიშვნელობას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის” – ამბობს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი, მეთიუ მილერი.
მილერის თქმით, ბლინკენი მიესალმა ბოლო პერიოდში მიღწეულ პროგრესს ამ ორ მეტოქე სახელმწიფოს შორის, მათ შორის შეთანხმებას საზღვრის დელიმიტაციის წესებზე – რომელმაც სომხეთის ოპოზიციის ნაწილში გულისწყრომა გამოიწვია.
ბლინკენმა და ალიევმა ასევე განიხილეს რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის სფეროები, მათ შორის აზერბაიჯანის მხრიდან “ადამიანის უფლებების საერთაშორისო მოვალეობების და ვალდებულებების დაცვის” მნიშვნელობა – დასძენს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანი.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ