ალვარო მორატა კარიერიას “გალათასარაიში” განაგრძობს

ავტორიტეტული იტალიელი ჟურნალისტის ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, “მილანის” ფორვარდი ალვარო მორატა სეზონის მეორე ნახევარს იჯარის წესით “გალათასარაიში” გაატარებს.
სტამბოლელები 32 წლის ესპანელ ფორვარდს სეზონის ბოლომდე ინათხოვრებენ და მათ როგორც ფეხბურთელის გამოსყიდვა, ასევე იჯარის კიდევ 1 წლით გახანგლძრივება შეეძლებათ.
საინტერესოა, რომ “როსონერიმ” გამოცდილი ფორვარდის შემცვლელთან შეთანხმებას უკვე მიაღწია და თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, “ფეინოორდის” თავდამსხმელი სანტიაგო ხიმენესი “მილანის” ფორმას მოირგებს.
ინფორმაციისთვის, მიმდინარე სეზონში მორატამ ყველა ტურნირზე “მილანის” ფორმა 25 შეხვედრაში მოირგო, სადაც თავი 6 გოლითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში