ალვარესი წასვლას არ აპირებს – არგენტინელს “ატლეტიკოში” დარჩენა დიდი ხნით სურს

“ატლეტიკოს” 26 წლის ფორვარდმა ხულიან ალვარესმა AS-სთან საუბარში გამორიცხა, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე გუნდს გამოიცვლის. როგორც მან აღნიშნა, “როხიბლანკოში” ბედნიერია და კლუბის ლეგენდად გახდომა სურს.
“2035 წელს 35 წლის და უკვე ვეტერანი ვიქნები, როგორც ახლა ობლაკი, კოკე და გრიზმანი არიან. ისინი გასახდელში ლიდერების როლს ასრულებენ. ვფიქრობ, მეც იგივეს გაკეთება შემიძლია, რადგან მაშინ დიდი გამოცდილება დამიგროვდება.
“ატლეტიკოში” ძალიან ბედნიერი ვარ. ამ გუნდზე ცუდი არასდროს მითქვამს. კლუბის გულშემატკივრები ყოველთვის დიდ სიყვარულს იჩენენ, რაც ძალიან მახარებს”, – თქვა ალვარესმა.