ალვარესი მალე შეიძლება “სიტიდან” “ატლეტიკოში” გადავიდეს

“ატლეტიკომ” “მანჩესტერ სიტის” თავდამსხმელ ხულიან ალვარესში ბონუსებიანად 75 მილიონი ევრო შესთავაზა, – ამის შესახებ ინფორმაციას Relevo-ს ჟურნალისტი მატეო მორეტო ავრცელებს.
კლუბებს შორის მოლაპარაკებები გრძელდება და “ატლეტიკო” 24 წლის არგენტინელს კონტრაქტის პირობებს უთანხმებს.
გასულ სეზონში ალვარესმა პრემიერლიგის 36 მატჩში 11 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა გააკეთა.