ალექს რაუფოღლუ: ბაქო და თბილისი გასულ ღამეს – რუსული ოცნება ისლამური რეჟიმისთვის მილოცვით არის დაკავებული

“ბაქო და თბილისი გასულ ღამეს – რუსული ოცნება ისლამური რეჟიმისთვის მილოცვით არის დაკავებული” – ვაშინგტონში, -ის სახ.დეპში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს პოსტი X-ზე.
“გასულ კვირას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი უსაფრთხოების დეპარტამენტში იმყოფებოდა. და აი, იგივე თანამდებობის პირი, რომელიც დაბრუნდა თბილისში, გუშინ ღამით ისლამურ რეჟიმს აქებს. საქართველოს მთავრობა მზადაა გააგრძელოს თანამშრომლობა ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან რეგიონში პოზიტიური დღის წესრიგის წინსვლის მიზნით“ – დაწერა რაუფოღლუმ სოციალურ ქსელში მანამდე.
გასულ ღამეს, ირანის ისლამური რევოლუციის 43-ე წლისთავთან დაკავშირებით, თბილისის ანძა ირანის დროშების ფერებში განათდა. ამავე დღეს, აზერბაიჯანის დედაქალაქში, ჯეი დი ვენსის ვიზიტის პატივსაცემად, ჰეიდარ ალიევის ცენტრი -ის დროშის ფერებში გაანათეს.