ალექსი პეტრიაშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს

ევროინტეგრაციის საკითხებში ყოფილი მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი, რომელიც 28 აპრილს პარლამენტთან აქციაზე დააკავეს, მოსამართლემ დარბაზიდან გაათავისუფლა.
როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ალექსი პეტრიაშვილის სასამართლო პროცესი გადაიდო და საქმის განხილვა პირველ მაისს არის ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ ალექსი პეტრიაშვილი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლით დააკავეს, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ