ალექსი პეტრიაშვილი პარტია დროას შეუერთდა

პარლამენტის ყოფილი დეპუტატი და მინისტრი ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი პარტია დროას შეუერთდა. იგი რამდენიმე წელია პარტიულ პოლიტიკაში არ ყოფილა.
“ვთვლი, რომ დღეს გადამწყვეტი ბრძოლა არის სწორედ პოლიტიკურ სივრცეში, ყველა ერთად უნდა ვიდგეთ ამ ბრძოლაში და ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ ვუერთდები დროას გუნდს, ჩემთვის ძალიან ძვირფას მეგობრებსა და ადამიანებს. დროასთან და გირჩი – მეტი თავისუფლებასთან ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას”, – განაცხადა პეტრიაშვილმა პრესკონფერენციაზე.
დროას ლიდერის, ელენე ხოშტარიას თქმით, ბრძოლის ხაზი სწორედ პოლიტიკურ ველზე გადის:
“პარტიები იძენენ განსაკუთრებულ მნიშვნელობას, განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და დღეს ამ პროცესში შემოსვლა არის გაბედული, ძალიან სწორი და ქვეყნისთვის საჭირო ნაბიჯი”.