ალექსი პეტრიაშვილი პარტია დროას შეუერთდა

ალექსი პეტრიაშვილი პარტია დროას შეუერთდა. ამის შესახებ მან ელენე ხოშტარიასთან და ზურა ჯაფარიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.
“დღეს არის გადამწყვეტი პოლიტიკური ბრძოლა და ამ ბრძოლაში ყველა გაერთიანებული უნდა ვიყოთ, რათა 26 ოქტომბერს ხელისუფლება არჩევნებით შეიცვალოს და საქართველო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსზე დავაბრუნოთ. ჩემთვის პატივია ეს გადაწყვეტილება, რომ პარტია დროას გუნდს ვუერთდები და მათთან და გირჩი-მეტი თავისუფლებასთან ერთად გავაგრძელებთ ამ ბრძოლას”. – თქვა პეტრიაშვილმა.
პეტრიაშვილი პარტია თავისუფალი დემოკრატების წევრი იყო. 2012 წლის არჩევნებამდე კი ეს პარტია საარჩევნო ბლოკ ქართულ ოცნებაში გაერთიანდა, რის შედეგადაც, პეტრიაშვილი მე-8 მოწვევის პარლამენტის დეპუტატი გახდა. 2012-2014 წლებში ის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი იყო.