ალექსი პეტრიაშვილი მამების და შვილების მარშზე “გზის გადაკეტვისთვის” დააჯარიმეს – Netgazeti • აქციები • თბილისის საქალაქო სასამართლო • Netgazeti.ge

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ზვიად ცეკვავამ ალექსი პეტრიაშვილი 5000 ლარით დააჯარიმა 17 იანვარს გზის გადაკეტვის ბრალდებით.
ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრის, ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილის თქმით, რუსთაველზე გზის გადაკეტვისთვის დააჯარიმეს, თუმცა, როდესაც იქ მივიდა, გზა უკვე გადაკეტილი იყო.
ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ეკა მიშველაძე ალექსი პეტრიაშვილის დაჯარიმებას სოციალურ ქსელში პოსტით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ, პეტრიაშვილი 17 იანვარს „მამებისა და შვილების” მარშზე იმყოფებოდა. მისი თქმით, პოლიცია მოქალაქეებს თავად ეხმარებოდა გზის გადაკეტვაში.
“უნდა დავწერო ორი სიტყვა ბუკას სასამართლოზე და მაგ ამბავზე, მიუხედავად იმისა, რომ ბევრად დიდი უსამართლობები ხდება ქვეყანაში და ათეულობით ადამიანია, ვინც უფრო მეტ ყურადღებას იმსახურებს, მათ შორის უპირველესად მზია ამაღლობელი და თემურ ქათამაძე- მოშიმშილე ტყვეები! #თავისუფლებარეჟიმისპატიმრებს. 17 იანვარს იყო მამების და შვილების მარში! მამების და შვილების და დასრულდა რუსთაველზე – ცხადია. კადრებშიც ჩანს, პოლიცია თავად დგას გზაზე და ხალხიც გადადის, მათ შორის იყო ბუკაც. იქით კი პოლიცია უკვე აღარ უშვებს მანქანებს რუსთაველისკენ და მერიოტისკენ ახვევინებენ, თავად გადაკეტეს ანუ გზა – ეს ყველაფერი კადრებშია. ოღონდ ორი უტიფარი გოგო -დან ამ ყველაფერს არ ხედავდა, ვერ კი არა – არ! და თეთრზე შავიაო ამბობდნენ. ძალიან ძნელია ამ უსამართლობის ყურება, მოსმენა, მოთმენა, ატანა, გაძლება… მაგრამ, ბრძოლა აუცილებელია! ბრძოლა იქნება ბოლომდე, ვიდრე საქართველოს ივანიშვილის რეჟიმისგან არ დავიხსნით! ცეცხლი ოლიგარქიას!”, – წერს ეკა მიშველაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ახობაძე – კი ამბობენ, რომ სისტემატურად მოვიხმარდი ნარკოტიკს, მაგრამ რასაც სისტემატურად მოვიხმარდი, არის „შტანგა“ – ცხოვრების გარკვეულ მონაკვეთში იყო ეს პრობლემა და ამაყი რომ ვარ, დავამარცხე, ამ წუთას ამ მიმართულებით ჯანმრთელი ვარ

კახა კალაძე – მესაკუთრის გარდა არავინაა უფლებამოსილი, განკარგოს მისი ქონება – საკრებულოს დადგენილება კი, რაც არგუმენტად მოჰყავდათ, იმ შემთხვევებს ეხება, როცა ტერიტორია გეოლოგიურად საშიშია და შეგვიძლია 100%-იანი თანხმობის გარეშე პროცესის დაწყება