ალექსი ბატიაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში -ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორს შეხვდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პირველი მოადგილე ალექსი ბატიაშვილი გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში -ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორ რიჩარდ ნეფიუს შეხვდა.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ალექსი ბატიაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა კორუფციის შესახებ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიცია და სამსახურის ანგარიშვალდებულებებზე, ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციებზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასა და ანტიკორუფციული მიმართულებით დანერგილ სიახლეებზე ისაუბრა.
„ალექსი ბატიაშვილმა და რიჩარდ ნეფიუმ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები და გამოწვევები განიხილეს და მხარეებს შორის სამომავლო თანამშრომლობის ინიციატივებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ამერიკულ მხარეს მადლობა გადაუხადა იმ ძალისხმევისთვის, რაც პარტნიორებმა სამსახურის დაარსების დღიდან გაწიეს ანტიკორუფციულ საკითხებში თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს დირექტორი შოთა რიჟამაძე, სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ნანა ბერიძე, გლობალურ ანტიკორუფციულ საკითხებში აშშ-ის რეგიონული გუნდის ხელმძღვანელი კრის ფრესონკე და აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) დირექტორი სარა რუპერტი“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – ჩვენ მოვახერხეთ შეუძლებელი და პირველებმა ყოფილი იმპერიის სივრცეში დავამტკიცეთ, რომ რუსეთის გარეშე ცხოვრება ბევრად უკეთესია – მე არ გავტყდები, არ შევეგუები და ვიბრძოლებ თქვენს და ჩემს გამარჯვებამდე

გზების დეპარტამენტი – ავტომაგისტრალებზე შეზღუდვების შესახებ ახალი საგზაო ნიშნები განთავსდა – 22 დეკემბრიდან შსს საშუალო სიჩქარის დიფერენცირებული კონტროლის მონაკვეთებში 80 კმ/სთ სიჩქარის გადაჭარბების დარღვევების ადმინისტრირებას იწყებს