ალექსი ახვლედიანი თორნიკე რიჟვაძესთან დაკავშირებულ შემთხვევაზე – მამუკა მდინარაძეს დღემდე არ შევხვედრილვარ, თვალით არ მყავს ნანახი – შესაბამისად, ჩემს სახლში არც ყოფილა!

ბატონ მამუკას [მდინარაძეს] დღემდე არ შევხვედრილვარ, საერთოდ თვალით არა მყავს ნანახი – შესაბამისად არც ყოფილა! – ასე უპასუხა თორნიკე რიჟვაძის საქმეზე ბრალდებულმა ალექსი ახვლედიანმა კითხვას, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა თუ არა .
ახვლედიანმა ასევე ცალსახად გამორიცხა რიჟვაძის მიმართ რაიმე ტიპის ზეწოლის არსებობა. ამასთან, კითხვაზე, იყო თუ არა თორნიკე რიჟვაძე დაბარებული სუს-ში, ახვლედიანმა განაცხადა, რომ მას მსგავსი არაფერი სმენია.
„მამუკა მდინარაძის ბიოგრაფია წავიკითხე და შს სამინისტროში ერთსა და იმავე პერიოდში გვიმუშავია. ჩემდა სამწუხაროდ, მამუკა მდინარაძეს არ ვიცნობ და ერთ სივრცეშიც არ ვართ ნამყოფი.
რაც შეეხება ზეწოლას, სად გაგიგიათ, რომ უმცროსი შვილის თანდასწრებით, მომსახურე ქალის თანდასწრებით და ჩემი უახლოეს ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით უნდა ჰქონოდა ზეწოლა? – მე, მამამისს თუ მის სიძეს?!
თორნიკეს ერთი ძალიან ცუდი თვისება ჰქონდა, რომელზეც მუდმივად მქონდა ხელჩართული ბრძოლა – ვთქვათ, დაიწერა ჩემზე რამე, შეიძლება წავიკითხე ან არც წავიკითხე, მას ტელეფონი ეჭირა და უნდა ჩაჰყოლოდა კომენტარის კომენტარის კომენტარს. ვეუბნებოდი: თორნიკე ეს შენ ჭკუიდან გადაგიყვანს, არ შეიძლება ასე, რადგან მილიონი უსაქმურია და მილიონი გაბოროტებული ადამიანია!
ადამიანს, რომლის მიმართაც აქვთ კითხვები, რომელზეც არის ზეწოლა, მას ელჩობას უპირებენ?!“, – განაცხადა ახვლედიანმა ჟურნალისტების კითხვის პასუხად.
გამოძიების ინფორმაციით, 6 ივლისს, საღამოს საათებიდან აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თორნიკე რიჟვაძე სტუმრად საგარეჯოში, მეგობრის ალექსი ახვლედიანის სახლში იმყოფებოდა. პროკურატურის ცნობით, 7 ივლისს, დაახლოებით, 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში თორნიკე რიჟვაძემ ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული, მალულად აიღო და მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში. მარტო დარჩენილმა კი, თვითმკვლელობის მიზნით გულმკერდის არეში ისროლა, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ნატროშვილი – „ქართულ ოცნებას“ სურს, ევროკავშირმა საქართველოს უვიზო მიმოსვლა გაუუქმოს – მათ ნაბიჯებს სხვა ახსნა არა აქვს! ყველასთვის ცხადი უნდა იყოს, რომ ვიზალიბერალიზაციის საკითხის საბოტირებას „ოცნება“ ახდენს!

ალექსი ახვლედიანი – თორნიკე რიჟვაძის მამა დაკითხვაზე არასდროს ყოფილა, თავად თორნიკე კი, შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე გერმანიაში იმყოფებოდა – როცა ადამიანზე ზეწოლას ახდენენ, მას თავისუფლად შეუძლია უცხოეთში წასვლა?