ალექსეი ნავალნი პატიმრობაში ყოფნისას გარდაიცვალა

პუტინის კრიტიკოსი და რუსი ოპოზიციონერი, , 47 წლის ასაკში, ს ციხეში გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ, რუსმა ოფიციალურმა პირებმა გაავრცელეს.
ნავალნი 19-წლიან სასჯელს “ექსტრემიზმის” მუხლით იხდიდა. გავრცელებული ინფორმაციით, სეირნობის შემდეგ, ნავალნი შეუძლოდ გახდა და წაიქცა. საპატიმროში სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, რის შემდეგაც, ექიმებმა მისი დახმარება სცადეს, მაგრამ ის უკვე მკვდარი იყო. რა გახდა ნავალნის სიკვდილის მიზეზი, ჯერ უცნობია.
კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ნავალნის სიკვდილის შესახებ ინფორმაცია შეატყობინეს პუტინს. გარდაცვალების მიზეზს კი საპატიმრო არსბეული პროცედურების მიხედვით დაადგენს.
ნავალნის სპიკერმა, კირა იარმიშმა პლატფრომა “ექსზე” დაწერა, რომ მათ ჯერ არ აქვთ არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ნავალნი მკვდარია და რომ მისი ადვოკატი ახლა საპატიმროსკენ მიემართება, რათა სიტუაცია გაარკვიოს.
ნავალნი 2021 წლის იანვარში დააპატიმრეს, როდესაც ის გერმანიიდან მოსკოვში დაბრუნდა. გერმანიაში ნავალნი სამკურნალოდ იმყოფებოდა. ის საბჭოთა ნერვული აგენტით, “ნოვიჩოკით” მოწამლეს, რის გამოც კომაში იმყოფებოდა და მისი გადარჩენა გერმანელმა ექიმებმა მოახერხეს. მათვე დაადასტურეს, რომ ნავალნი მოწამლული იყო.
ქვეყანაში დაბრუნებისთანავე, ნავალნის შინა პატიმრობის წესების დარღვევაში დასდეს ბრალი და ის აეროპორტშივე დააკავეს. მოგვიანებით მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღიძრა და ის გამუდმებით ესწრებოდა სასამართლო სხდომებს საპატიმროდან.
ნავალნის სიკვდილთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ამერიკის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა. მიუნხენში, უსაფრთხოების კონფერენციაზე მყოფმა ჰარისმა თქვა, რომ მომხდარში დამნაშავე კრემლია.
“რა ისტორიასაც უნდა მოყვნენ, ნათელია, რომ [მომდარზე] რუსეთია პასუხისმგებელი”,- თქვა თავისი სიტყვით გამოსვლის დროს ვიცე-პრეზიდენტმა.
ნავალნის საკითხი ერთ-ერთი იყო 2021 წელს, ბაიდენ-პუტინის შეხვედრის დროსაც. ნავალნის შესახებ დასმული შეკითხვის პასუხად, ბაიდენმა თქვა, რომ საუბრის დროს მან პუტინს პირდაპირ უთხრა, რომ თუ ნავალნი მოკვდებოდა, მაშინ მომხდარის “შედეგები დამანგრეველი იქნება რუსეთისთვის”.