ალექსეი ნავალნი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე, დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, , მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისმა დაკრძალვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა – მიმდებარე ტერიტორიაზე მისი მხარდამჭერები შეიკრიბნენ, რომლებიც სკანდირებდნენ: “ნავალნი”, “არა ომს”…
მანამდე ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში მიმდინარეობდა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომები განსაკუთრებულად გამკაცრებული იყო – მობილიზებული იყო სპეცრაზმი, პოლიცია იყო განლაგებული ეკლესიაშიც. მოსახლეობას კი ეკლესიასთან მიახლოებას რკინის ბარიკადების დახმარებით ურთულებდნენ. ნავალნის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდნენ რუსეთში აკრედიტებული ელჩებიც.

ასევე დაგაინტერესებთ

ანა ბუჩუკური – მამუკა ხაზარაძემ თქვა, თითქოს, ახალი პირობები წამოაყენაო გახარიამ, ეს სიმართლეს არ შეესაბამება – ხაზარაძემ თავის ბრიფინგში დაადასტურა, რომ მაინც და მაინც სამართლიანი არ იყო მათი პირობები