„ალექსეი ნავალნი მოკლეს, რათა ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში მისი გაცვლისთვის ხელი შეეშალათ“ – საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელი

საერთაშორისო ანტიკორუფციული ფონდის ხელმძღვანელის, მარია პევჩიხის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, მოკლეს, რათა ხელი შეეშალათ მისი გაცვლისთვის რუს დაზვერვის ოფიცერ ვადიმ კრასიკოვში, რომელიც ბერლინში სასჯელს საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობისთვის იხდის.
„15 თებერვალს მივიღე დადასტურება, რომ მოლაპარაკებები [ნავალნის გაცვლაზე] მიმდინარეობდა და ფინალურ ეტაპზეა იყო. 16 თებერვალს ალექსეი მოკლეს“, – აღნიშნა ნავალნის თანაგუნდელმა.
მისი თქმით, პატიმრების გაცვლაზე მოლაპარაკებები ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და მოლაპარაკებებში ამერიკელი და გერმანელი ოფიციალური პირები იყვნენ ჩართული.
პევჩიხის მტკიცებით, პროცესს, საბოლოოდ, დეკემბერში პატიმრების გაცვლის კონკრეტული გეგმა მოჰყვა, თუმცა, ს პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბოლო მომენტში გადაიფიქრა და განაცხადა, რომ ვერ შეეგუებოდა ნავალნის თავისუფლებას და ვინაიდან კრასიკოვის გათავისუფლებაზე პრინციპული შეთანხმება არსებობდა, პუტინმა გადაწყვიტა თავიდან მოეშორებინათ ის.
”პუტინი გააგიჟა ნავალნის სიძულვილმა. მან იცის, რომ ნავალნის შეეძლო მისი დამარცხება“, – აღნიშნა პევჩიხმა.
BBC-ის ინფორმაციით, გერმანიის მთავრობაში განაცხადეს, რომ პატიმრების დაგეგმილი გაცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე ამ დროისთვის კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ასევე დაგაინტერესებთ