„ალექსეი ნავალნი მოკლეს, მოვითხოვთ მისი ცხედრის ოჯახისთვის გადაცემას“ – ნავალნის სპიკერი

რუსი ოპოზიციონერის, ს პრესსპიკერმა, კირა იარმიშმა ნავალნის სიკვდილი დაადასტურა. ამის შესახებ იარმიშმა ნავალნის დედისთვის გადაცემულ ოფიციალურ შეტყობინებაზე დაყრდნობით სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა.

“ალექსეი ნავალნი მოკლეს. ალექსეის დედისთვის გადაცემული ოფიციალური შეტყობინების თანახმად, იგი დაიღუპა 16 თებერვალს, ადგილობრივი დროით, 14:17 საათზე”. – წერს იარმიში.

ამასთან, როგორც იგი კოლონიის თანამშრომელზე დაყრდნობით წერს, ნავალნის ცხედარი ახლა ქალაქ სალეხარდში “გამოძიების” მიზნითაა.

“მოვითხოვთ, ალექსეი ნავალნის ცხედარი სასწრაფოდ გადასცენ მის ოჯახს”. – წერს ნავალნის სპიკერი.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი 16 თებერვალს, პატიმრობაში გარდაიცვალა.

გასული წლის ბოლოს ალექსეი ნავალნი რამდენიმე კვირით გაუჩინარდა. არ იცოდნენ მისი ადგილმდებარეობის შესახებ. საბოლოოდ ის 10 იანვარს, ვიდეოჩართვის დროს გამოჩნდა.

ნავალნი პატიმრობაში იმყოფებოდა იამალ-ნენთა ავტონომიურ ოკრუგის დასახლება ხარპში მდებარე ციხეში. ეს პუნქტი ს პოლარული რეგიონის ნაწილია.